ინგლისის ჩემპიონატი - XXXVII ტურის ფაქტები და სტატისტიკა
ინგლისის ჩემპიონატი - XXXVII ტურის ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* „ლივერპული“ პირველი გუნდია პრემიერლიგის ისტორიაში, რომლის ორმა მცველმა სეზონში მინიმუმ 10 შედეგიანი პასი შეასრულა. ამ მომენტისთვის, 11-11 საგოლე გადაცემა აქვთ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდსა და ენდი რობერტსონს.
* „კარდიფი“ საბოლოოდ გამოეთხოვა პრემიერლიგას.
* ჰარვი ელიოტი „ფულჰემიდან“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც პრემიერლიგაში უთამაშია. ის მინდორზე 16 წლისა და 30 დღის ასაკში გავიდა.
* ედენ აზარმა 15 შედეგიანი პასი დააგროვა – ეს საუკეთესო მაჩვენელია ტოპ5 ქვეყნების ჩემპიონატებში.
* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი დაკარგა.
* პირველად პრემიერლიგის ისტორიაში, ერთ სეზონში სამმა აფრიკელმა გაიტანა მინიმუმ 20 გოლი. ესენი არიან: სადიო მანე, პიერ-ემერიკ ობამეიანგი და მოჰამედ სალაჰი.
* „მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო. ასეთი სერია მეოთხედ ფიქსირდება პრემიერლიგის ისტორიაში.
* ვენსან კომპანიმ მე-20 გოლი გაიტანა „სიტის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე. „ლესტერის“ წინააღმდეგ გოლი პირველი იყო ბელგიელისთვის, რომელიც საჯარიმოს გარედან გაიტანა.
* „მანჩესტერ სიტიმ“ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 100 გოლი გაიტანა საკუთარ მოედანზე.

შედეგები

ევერტონი-ბარნლი 2:0
გოლები: 1:0 მი (17-საკ. კარში), 2:0 კოულმენი (20)

ბორნმუთი-ტოტენჰემი 1:0
გოლი: 1:0 აკე (90+1)

ვესტ ჰემი-საუთჰემპტონი 3:0
გოლები: 1:0 არნაუტოვიჩი (16), 2:0 არნაუტოვიჩი (69), 3:0 ფრედერიკსი (72)

ვულვზი-ფულჰემი 1:0
გოლი: 1:0 დენდონკერი (75)

კარდიფი-კრ. პალასი 2:3
გოლები: 0:1 ზაჰა (28), 1:1 კელი (31-საკ. კარში), 1:2 ბატშუაი (39), 1:3 თაუნსენდი (70), 2:3 რიდი (90)

ნიუკასლი-ლივერპული 2:3
გოლები: 0:1 ვან დაიკი (13), 1:1 ატსუ (20), 1:2 სალაჰი (28), 2:2 რონდონი (54), 2:3 ორიგი (86)

ჩელსი-უოტფორდი 3:0
გოლები: 1:0 ლოფტუს-ჩიკი (48), 2:0 დავიდ ლუიზი (51), 3:0 იგუაინი (75)

ჰადერსფილდი-მანჩესტერ იუნ 1:1
გოლები: 0:1 მაკტომინი (8), 1:1 მბენზა (60)

არსენალი-ბრაიტონი 1:1
გოლები: 1:0 ობამეიანგი (9-პენ), 1:1 მარეი (61-პენ)

მანჩესტერ სიტი-ლესტერი 1:0
გოლი: 1:0 კომპანი (70)

სატურნირო მდგომარეობა

1. მანჩესტ. სიტი – 95
2. ლივერპული – 94
3. ჩელსი – 71
4. ტოტენჰემი – 70
5. არსენალი – 67
6. მანჩესტ. იუნ – 66

ბომბარდირები

22 – სალაჰი (ლივერპული)
20 – მანე (ლივერპული)
20 – აგუერო (მანჩესტერ სიტი)
20 – ობამეიანგი (არსენალი)
18 – ვარდი (ლესტერი)