რეალ მადრიდი - მარკო ასენსიო არ იყიდება... არც 180 მილიონად
რეალ მადრიდი - მარკო ასენსიო არ იყიდება... არც 180 მილიონად

რეალ მადრიდმა მარკო ასენსიოს სანაცვლოდ შეთავაზებულ 180 მილიონ ევროზე უარი თქვა და ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, არც თავად ფეხბურთელს სურს მადრიდული სამეფო კლუბიდან წასვლა და ეს მისმა აგენტმაც დაადასტურა.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში მარკოს სანაცვლოდ კლუბები 150 და 180 მილიონ ევრომდე იხდიდნენ, მაგრამ მადრიდი არც ერთ ამ შეთავაზებას არ იღებს“, – აცხადებს ორასიო გაჯოლი, – „მარკოს მიმართ ინტერესი ყოველთვის არის, რაც არავის უნდა უკვირდეს, რადგან ის უმაღლესი დონის მოთამაშეა“.

კონკრეტულად რომელი კლუბი იყო მზად 23 წლის ესპანელის სანაცვლოდ 180 მილიონი გაეღო, გაჯოლი არ საუბრობს, თუმცა ცნობილია, რომ ასენსიოს გადაბირებით იუვენტუსი და ლივერპული არიან დაინტერესებულნი.

„მარკო ამბობს, რომ მადრიდში ბედნიერია და მხოლოდ აქ სურს წარმატების მიღწევა. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭია და ყოველდღიურად იზრდება. კლუბის ძალიან ბედნიერია, რომ ასეთი ფეხბურთელი ჰყავს“, – ამატებს გაჯოლი.

მარკო ასენსიომ წელს ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში 33 მატში ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

რეალ მადრიდის ყოფილი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი მას არ სწყალობდა, რადგან ვინისიუშ ჟუნიორსა და ლუკას ვასკესს ანიჭებდა უპირატესობას.

როგორც ჩანს, ახლანდელი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ახალგაზრდა ესპანელზე სულ სხვა შეხედულებისაა.