მადრიდის „ატლეტიკოს“ „ლივერპულის“ ნახევარმცველ მარკო გრუიჩის შეძენა სურს
მადრიდის „ატლეტიკოს“ „ლივერპულის“ ნახევარმცველ მარკო გრუიჩის შეძენა სურს

მადრიდის ატლეტიკოს ლივერპულის ნახევარმცველ მარკო გრუიჩის შეძენა სურს, მაგრამ მერსისაიდელები სერბ ლეგიონერში 40 მილიონ ევროს ითხოვენ, იტყობინება ი-ეს-პი-ენი (ESPN).

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანჩესტერ სიტის მადრიდელთა 22 წლის ნახევარმცველი როდრიგო ერნანდესი (როდრი) სურს და შესაძლოა მასში 70 მილიონი ევროც გადაიხადოს, ამიტომ ატლეტიკო მის შემცვლელად სწორედ გრუიჩს განიხილავს.

ამჟამად სერბი ფეხბურთელი იჯარით ბერლინის ჰერტაში თამაშობს და ბუნდესლიგაში საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს. გერმანიაში მას „ჰერტას ბოლო 20 წლის საუკეთესო ნახევარმცველიც“ კი უწოდეს.

ლივერპულში გრუიჩი 2016 წელს ცრვენა ზვეზდადან გადავიდა, თუმცა იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით მხოლოდ რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ისიც სულ რამდენიმე წუთით.