74 წლის ლუი ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრების ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის #1TVSPORT

20:53, 03.08.2026

ნიდერლანდური გამოცემა De Telegraaf-ის ინფორმაციით, 74 წლის ლუი ვან გაალი ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა და შესაძლოა, ქვეყნის მთავარი გუნდის მწვრთნელის პოსტი მან უკვე მეოთხედ დაიკავოს.

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალური ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ, „ნარინჯისფერებმა“ რონალდ კუმანი დაკავებული თანამდებობიდან მალევე გაათავისუფლეს და ამჟამად ახალი დამრიგებლის ძიებაში არიან.

წარსულში ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრებს სათავეში სამჯერ – 2000-2001, 2012-2014 და 2021-2022 წლებში ედგა. მან გუნდს ჯამში 63 შეხვედრაში უხელმძღვანელა.

ვან გაალის ხელმძღვანელობით ნიდერლანდებმა ბოლოს 2022 წლის დეკემბერში არგენტინასთან ითამაშა და მსოფლიო ჩემპიონატს პენალტების სერიაში გამოეთიშა.

მსგავსი