71 წლის სკოლარი „კრუზეიროს“ მწვრთნელად დაინიშნა
71 წლის სკოლარი „კრუზეიროს“ მწვრთნელად დაინიშნა

ლუიშ ფელიპე სკოლარი „კრუზეიროს“ მთავარი მწვრთნელი გახდა, – იუწყება ბრაზილიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

„კრუზეიროს“ ხელმძღვანელობამ 71 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი 2022 წლამდე გააფორმა.

სკოლარი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ტიტულოვანი მწვრთნელია.

2002 წელს ლუიშ ფელიპე სკოლარის ხელმძღვანელობით, ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ორი წლის შემდეგ კი სათავეში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს ჩაუდგა და ევროპის ჩემპიონატზე გუნდს ვერცხლის მედალი მოუტანა.