7:0 ბოლო ტესტ-მატჩში - „საბურთალომ“ „მერანი“ დაამარცხა #1TVSPORT
7:0 ბოლო ტესტ-მატჩში - „საბურთალომ“ „მერანი“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის დაწყებამდე „საბურთალომ“ ეროვნული ლიგა 2-ის თბილისის „მერანთან“ ამხანაგურ მატჩში გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა – 7:0.

თურქული შეკრებიდან დაბრუნებული ომარ თეთრაძის გუნდისთვის ეს ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლო ტესტ-მატჩი იყო, სადაც მეტოქეს დიდი უპირატესობით აჯობეს.

ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ გახსნა – „მერანის“ კარში დანარჩენი 6 გოლი გაიტანეს ირაკლი კომახიძე, ლევან ნონიკაშვილმა, ლუკა სილაგაძემ, ნიკა დადიანმა, ოთარ მამასახლისმა და შეიკნე სილამ.

შეიკნე სილა „საბურთალომ“ მარტვილის „მერანიდან“ დაიმატა, მაგრამ შეკრების პირველ ეტაპზე დაშავდა და გუნდს თურქულ შეკრებაზე ვერ გაჰყვა. საბედნიეროდ, ახლა მომჯობინდა და დედაქალაქელებს პირველივე ტურებიდან დაეხმარება.

„საბურთალო“ ეროვნული ლიგის პირველი ტურის შეხვედრას ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამართავს. მატჩი კვირას, 26 თებერვალს, ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება.