70 ათასი ევრო კონტრაქტის გაწყვეტისთვის - ოქრიაშვილი „აპოელიდან“ მოდის #1TVSPORT
70 ათასი ევრო კონტრაქტის გაწყვეტისთვის - ოქრიაშვილი „აპოელიდან“ მოდის #1TVSPORT

თორნიკე ოქრიაშვილისა და „აპოელის“ თანამშრომლობა გაწყვეტილია – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბი „აპოელი“ აცხადებს, რომ თორნიკე ოქრიაშვილთან შეთანხმებით, თანამშრომლობის გაწყვეტაზე ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ. თორნიკეს ვუსურვებთ წარმატებას, როგორც პროფესიულ, ასევე პირად ცხოვრებაში“, – წერია „აპოელის“ განცხადებაში.

რადიო „სპორტ ფმ“-ის ცნობით, ახლა ქართველი მოთამაშე კლუბთან მოლაპარაკებას კონტრაქტის გაწყვეტის პირობებზე აწარმოებს.

„გუნდი ფეხბურთელს კომპრომისის საშუალებით დაშორდება. არის დადებითი ნიშნებიც, რომ თორნიკე ოქრიაშვილთან საკითხი დადებითად გადაწყდება – ეს მიუხედავად იმისა, რომ ქართველს გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით აკავშირებდა“, – ამტკიცებს რადიო „სპორტ ფმ“.

ავტორის ცნობით, კლუბი მომავალში ოქრიაშვილს სოლიდურ ხელფასს ვეღარ გადაუხდიდა:

„დარჩენის შემთხვევაში, „აპოელი“ ძველებურ ხელფასს ვეღარ გადაუხდიდა. ასე მსჯელობენ მწვრთნელიც და მისი თანამოაზრეები, ისევე როგორც ადმინისტრაციის წევრები, რომელებიც რთულ დროს ვერ ახერხებენ მოთამაშეებისთვის შეპირებული თანხის გადახდას“.

რადიო „სპორტ FM“ კომპენსაციის პირობებსაც შეეხო: „ქართველი გრუზიანოსი ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს თანამშრომლობის შეწყვეტის პირობებზე აწარმოებს. ფაქტობრივად, ამბობენ, რომ მას თანხას ორი თვის განმავლობაში გადაუხდიან – დაახლოებით 70 000 ევროს, რადგან მისი კონტრაქტი 2024 წლამდეა გათვლილი. ოქრიაშვილმა 2021 წლის ზაფხულში გააფორმა სამწლიანი კონტრაქტი და ამ ტრანსფერს თავიდანვე გუნდის ადმინისტრაციის მოგონილი „ბომბი“ უწოდეს“.