7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლოში ლევან გაჩეჩილაძე, ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა დაიკითხებიან
7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე სასამართლოში ლევან გაჩეჩილაძე, ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა დაიკითხებიან

7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ლევან გაჩეჩილაძე, ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა დაიკითხებიან.

2007 წლის ნოემბრის მოვლენების მონაწილეები ჩვენებას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ბრალდების საქმეზე მისცემენ. სავარაუდოდ, მოწმეები აქციის დარბევაზე და შემდგომ ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის ეპიზოდზე ისაუბრებენ.

ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება ედებათ. საქმის ფარგლებში პროკურატურამ ათეულობით მოწმე დაკითხა, მათ შორის, ის დაზარალებულები, რომლებმაც აქციის დარბევისას ფიზიკური დაზიანებები მიიღეს. დაიკითხნენ ჟურნალისტები, რომლებიც 2007 წელს ტელეკომპანია „იმედში“ იმყოფებოდნენ და სპეცრაზმის შესვლის დეტალები გაიხსენეს.