-60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოთხივე პრიზიორი ქართველია

თბილისის საერთაშორისო ტურნირზე -60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მეორე ბრინჯაოს ფინალიც გაიმართა, სადაც ისევ ქართველმა სპორტსმენმა, ამჯერად თემურ ნოზაძემ გაიმარჯვა. მან რუსი ალბერტ მონგუში დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ამავე წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს ორი ქართველი სპორტსმენი ეჯიბრება, რეაც იმას ნიშნავს, რომ ოქროსა და ვერცხლის მედლებიც საქართველოს დარჩება.

ფინალური შეხვედრა ამირან პაპინაშვილსა და ლუხუმ ჩხვიმიანს შორის გაიმართება.