53 წლის მაიკ ტაისონი ბრწყინვალე ფორმაშია [ვიდეო]
53 წლის მაიკ ტაისონი ბრწყინვალე ფორმაშია [ვიდეო]

რამდენიმე დღის წინ, კრივის ლეგენდამ მაიკ ტაისონმა განაცხადა, რომ სურს საჩვენებელი ბრძოლის გამართვა.

როგორც ჩანს ტაისონი არ ხუმრობდა და საქმეს ძალიან სერიოზულად მიუდგა. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც 53 წლის მაიკი გიგა ჭიკაძის მთავარ მწვრთნელ რაფაელ კორდეიროსთან ერთად ვარჯიშობს. მოგვიანებით, ტაისონმა განაცხადა, რომ ის აქტიურად ემზადება.