51-ე სკოლაში მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების საქმეზე რამდენიმე პირი გამოიკითხა
51-ე სკოლაში მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების საქმეზე რამდენიმე პირი გამოიკითხა

ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მესამე განყოფილებაში 51-ე საჯარო სკოლის მანდატურების გამოკითხვა დასრულდა. სულ ორი მანდატური გამოკითხეს. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გამოკითხვიდან გამოსულმა პირებმა კომენტარი არ გააკეთეს.

პირველი არხის ინფორმაციით, გამოკითხვა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დღისით მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას უკავშირდება. ინციდენტი სკოლის ორ უფროსკლასელ მოსწავლეს შორის მოხდა. უთანხმოებას ფიზიკური დაპირისპირება არ მოჰყოლია.

პირველი არხის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოიკითხნენ თავად მოსწავლეებიც.