5 ოქტომბრის შემდეგ ნეიმარმა პირველად ითამაშა
5 ოქტომბრის შემდეგ ნეიმარმა პირველად ითამაშა

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტური „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლილის“ შეხვედრით დაიწყო. მატჩი პარიზში გაიმართა და მასპინძლებმა მაურო იკარდისა და ანხელ დი მარიას გოლებით ანგარიშით 2:0 მოიგეს.

ხუთი ოქტომბრის შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში ნეიმარმა პირველად ითამაშა. მან ზედიზედ ექვსი მატჩი გამოტოვა – ოთხი ჩემპიონატში და ორი ჩემპიონთა ლიგაზე. ბრაზილიელს ბარძაყის ტრავმა აწუხებდა.

მატჩის შემდეგ, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ნეიმარის სათამაშო ფორმის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. ბრაზილიელმა მოედანზე 65 წუთი გაატარა.

ამ სეზონზე ფორვარდმა ლიგა 1-ში ექვსი მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი