47 ნომრით „პორტუში“ - აბუაშვილი პორტუგალიურ გრანდში ჩაირიცხა #1TVSPORT
47 ნომრით „პორტუში“ - აბუაშვილი პორტუგალიურ გრანდში ჩაირიცხა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ თავდამსხმელი გიგი აბუაშვილი პორტუგალიურ გრანდ „პორტუში“ ჩაირიცხა და ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმა.

„დინამოს“ აკადემიის აღზრდილის პორტუგალიაში გადასვლის შესახებ ინფორმაცია აპრილში გავრცელდა. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა, რომელიც „დინამოს თბილისის“ და საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ლიდერი იყო, პორტუგალიაში 13 მაისს გაემგზავრა და გუნდთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სოციალურ ქსელში ფეხბურთელის მამამ გაავრცელა „პორტუს“ სტადიონ „ესტადიო დო დრაგაოზე“ გადაღებული სურათი, საიდანაც გიგის მუდმივნომრიანი მაისურიც ცნობილი გახდა – აბუაშვილი „პორტუში“ 47 ნომრით თამაშებს.

Transfermarkt–ის შეფასებით, ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერის ფასი 400 ათასი ევროა. გიორგი აბუაშვილი თავდაპირველად „პორტუ B“-ში ითამაშებს.