საფრანგეთის ლიგა 2-ის 33-ე ტურში „პარიზმა“ სტუმრად ფრედ ითამაშა „მარტიგთან“ (1:1). დედაქალაქურმა კლუბმა 66 ქულა დააგროვა, რითიც გაინაღდა, მინიმუმ, მეორე ადგილი და, შესაბამისად, ლიგა 1-ის საგზური.
„პარიზი“ საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში პირველად ითამაშებს 1978-79 წლების სეზონის შემდეგ. ასევე, აღნიშნავენ, რომ, 1989-90 წლების სეზონის შემდეგ პირველად, ლიგა 1-ში ორი კლუბი იქნება პარიზიდან.
„პარიზთან“ ერთად ლიგა 1-ში ასევე გადადის „ლორიანი“.