46 წლის რონალდინიო იტალიის სერია C-ს კლუბში ითამაშებს #1TVSPORT
46 წლის რონალდინიო იტალიის სერია C-ს კლუბში ითამაშებს #1TVSPORT

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო იტალიის სერია C-ს წარმომადგენელ „რავენაში“ ითამაშებს, – ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

გამოცემა Tuttomercatoweb-ი წერს, რომ რონალდინიოს ფუნქციები მხოლოდ მოედანზე გასვლით არ ამოიწურება. ვარსკვლავი გუნდის თანამფლობელიც (აქციონერი) გახდება.

კონტრაქტის ოფიციალური დეტალები, როგორც მოსალოდნელია, 23 ივნისს მაიამიში გასაჯაროვდება. ემილია-რომანიას რეგიონის კლუბის უპირველეს ამოცანას კი სერია B-ს საგზურის მოპოვება წარმოადგენს.

ამჟამად 46 წლის რონალდინიომ პროფესიონალურ დონეზე ბოლოს 2015 წელს ითამაშა. ბრაზილიელი „ოქროს ბურთის“ გამაჯვებული და მსოფლიო ჩემპიონია.