ჟოზე მოურინიოს ნახევარფინალისტები: პორტუგალია, ბრაზილია, არგენტინა, გერმანია
ჟოზე მოურინიოს ნახევარფინალისტები: პორტუგალია, ბრაზილია, არგენტინა, გერმანია

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პროგნოზის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ნახევარფინალური ეტაპის ჩათვლით გააკეთა პროგნოზი. მისი აზრით, ნახევარფინალური წყვილები იქნება: პორტუგალია-ბრაზილია და არგენტინა-გერმანია.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის პროგნოზის შემდეგ, მოურინიომ ასეთი მერვედფინალური წყვილები მიიღო:
პორტუგალია-ურუგვაი
საფრანგეთი-ნიგერია
ბრაზილია-მექსიკა
ინგლისი-პოლონეთი
ესპანეთი-რუსეთი
არგენტინა-ავსტრალია
გერმანია-შვეიცარია
ბელგია-სენეგალი
მერვედფინალების შემდეგ, პორტუგალიელმა ასეთი მეოთხედფინალური წყვილები დააკომპლექტა:
პორტუგალია-საფრანგეთი
ბრაზილია-ინგლისი
არგენტინა-ესპანეთი
გერმანია-ბელგია
მოგვიანებით გავიგებთ, RT-ის ეთერის მეშვეობით, ჟოზე მოურინიო რომელ გუნდებს უწინასწარმეტყველებს ფინალში გასვლას და რომელი ნაკრები გახდება ჩემპიონი.

 

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიუალდ გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

 

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!