ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა, ვინუს უილიამსმა მიიღო სპეციალური მიწვევა (wild card) „დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ტურნირის – აშშ-ის ღია პირველობის ორგანიზატორებისგან, – ამის შესახებ იტყობინება ჩემპიონატის პრესსამსახური.
შეგახსენებთ, რომ 45 წლის უილიამსმა WTA-ს ტურნირებზე გამოსვლა ივლისში განაახლა და ორი ტურნირში მიიღო მონაწილეობა – ვაშინგტონსა და ცინცინატიში.
ვინუს უილიამსს აშშ-ის ღია 2000 და 2001 წლებში აქვს მოგებული. სულ მის ანგარიშზე 49 ტიტულია WTA-ს დონეზე, მათ შორის ხუთი მოგება უიმბლდონზე (2000, 2001, 2005, 2007, 2008).