44 წლის სერანა უილიამსი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს #1TVSPORT
ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა, სერენა უილიამსმა სპეციალური მიწვევა (wildcard) მიიღო და ერთეულთა შორის უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს.
ორგანიზატორებს ერთეულთა ბადეში მხოლოდ ერთი ვაკანტური ადგილი ჰქონდათ შემორჩენილი და ის დიდი სლემის ტურნირების 23-გზის გამარჯვებულს ერგო. 44 წლის უილიამსს ინდივიდუალურ თანრიგში ბოლო შეხვედრა 2022 წელს, ამერიკის ღია პირველობაზე აქვს გამართული, სადაც ავსტრალიელ აილა ტომლიანოვიჩთან დაძაბულ სამ სეტში დათმო მატჩი და კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. უშუალოდ უიმბლდონის კორტებზე კი ის ბოლოს იმავე, 2022 წელს გამოვიდა და პირველივე ეტაპზე დამარცხდა ფრანგ ჰარმონი ტანთან.
ივნისში ჩოგბურთელმა დიდ სპორტში დაბრუნებისკენ პირველი ნაბიჯები წყვილთა მატჩებით უკვე გადადგა. ის უიმბლდონზე წყვილთა თანრგშიც ითამაშებს თავის დასთან, 46 წლის ვინუსთან ერთად.