42 წლის ტომ ბრეიდიმ „პატრიოტსთან“ ახალი ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
ტომ ბრეიდი ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშეა. „პატრიოტსის“ გამთამაშებელმა 2001 წლის სეზონიდან მოყოლებული, ექვსჯერ მოახერხა საკუთარ გუნდთან ერთად ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.
მაშინ, როდესაც ერთი წლის წინ „პატრიოტსმა“ ჩემპიონთა თასი მოიგო, ბევრს ეგონა, რომ ბრეიდი კარიერას დაასრულებდა, თუმცა ის აშკარად სხვაგვარად ფიქრობს. „პატრიოტსის“ გამთამაშებელი ამჟამად 42 წლისაა და როგორც ირკვევა, საკუთარ ამჟამინდელ გუნდთან ახალი ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
წლიური ხელფასი ბრეიდის 8 მილიონი დოლარით გაეზარდა და ის 2020-2021 წლების სეზონზე $23 მილიონ დოლარს მიიღებს.
For the #Patriots and QB Tom Brady, it’s a two-year extension that raises his salary from $15M this year to $23M, source said. No full terms yet, but at the least, a raise this year.
— Ian Rapoport (@RapSheet) 4 August 2019