42 წლის ბუფონი კარიერის დასრულებას არ აპირებს
42 წლის ბუფონი კარიერის დასრულებას არ აპირებს

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა აღნიშნა, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა თამაშის გაგრძელების საშუალებას აძლევს.

„არ ვწყვეტ თამაშს, რადგან ჯერ ისევ კარგად ვგრძნობ თავს, გარდა ამისა, პატივს ვცემ იმ ოცნებებს, რაც მთელი კარიერის განმავლობაში მქონდა. არასოდეს მიფიქრია, თუ ასე შორს წავიდოდი.

კორონავირუსი? პატივი უნდა ვცეთ სხვებს და გავითვალისწინოთ მითითებები, რომლებსაც ვიღებთ. ეს გამოცდილება უფრო მეტად დაგვაახლოებს ერთმანეთთან. ცუდად არ ვგრძნობ თავს სახლში ყოფნისგან. უბრალოდ, ადაპტირება დამჭირდა. ახლა, პრობლემა არ მაქვს“, – თქვა ბუფონმა.

42 წლის მეკარემ ამ სეზონში შვიდი მატჩი ჩაატარა სერია A-ში და შვიდი გოლი გაუშვა.