41 წლის გლოვერ ტეიშეირამ ტიაგო სანტოსი დაამარცხა და სატიტულო ბრძოლის მთავარი კანდიდატია
41 წლის გლოვერ ტეიშეირამ ტიაგო სანტოსი დაამარცხა და სატიტულო ბრძოლის მთავარი კანდიდატია

ლას ვეგასში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი შედგა (vegas 13). აღნიშნული ღონისძიება ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან მეხუთე გამარჯვება მოიპოვა გიგა ჭიკაძემ, რომელმაც ნოკაუტით დაამარცხა ჯერემი სიმონსი.

UFC Vegas 13-ის მთავარი ბრძოლა ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში ორ ბრაზილიელ მებრძოლს შორის ჩატარდა. 41 წლის ვეტერანი გლოვერ ტეიშეირა თანამემამულე ტიაგო სანტოსს დაუპირისპირდა და მიუხედავად ორი გაშვებული ნოკდაუნისა საბოოლოოდ გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო. მესამე რაუნდში სანტოსმა მეორე ნოკდაუნი განახორციელა და თითქოს ბრძოლა უნდა დაესრულებინა, თუმცა ტეიშეირამ საოცარი გამძლეობა გამოავლინა და მეტოქეს მომგუდავი ილეთით მოუგო.

ვეტერანმა ანდრეი არლოვსკიმ ტანერ ბოსერი მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა (29-28, 29-28, 29-28).

რაონი ბარსელოსმა ხალიდ ტაჰას ასევე მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით სძლია (30-27, 30-27, 30-27).

იან ქსიაონანიმ კლაუდია გადელიასთან მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით გაიმარჯვა (29-28, 29-28, 29-28).

ტრევინ ჯაილსმა ბევონ ლიუსი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ალექსანდრ რომანოვმა დაუმარცხებლის სტატუსი შეინარჩუნა და მარკოს დე ლიმას მომგუდავი ილეთით სძლია.

ასევე მომგუდავი ილეთი გამოიყენა ედუარდო გარაგორისთან დარენ ელკინსმა და ეფექტური გამარჯვება იზეიმა.

მაქს გრიფინი რამიზ ბრაჰიმაიზე უკეთესი იყო. ექიმმა რამიზს ბრძლის გაგრძლების საშალება ყურის მძიმე ტრავმის გამო არ მისცა.

დატოვე კომენტარი