40 წლის მოდრიჩს „მილანში“ კიდევ ერთი წელი თამაში სურს #1TVSPORT

18:09, 07.07.2026

ლეგენდარული ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი იქითკენ იხრება, რომ „მილანში“ კიდევ ერთი სეზონი ითამაშოს.

მსოფლიო ჩემპიონატიდან ხორვატიის ნაკრების გავარდნის შემდეგ 40 წლის ნახევარმცველი თავის მომავალზე ფიქრობს. ბოლო დღეების განმავლობაში მოდრიჩმა არ გამორიცხა არცერთი ვარიანტი, მაგრამ ახლა „მილანში“ დარჩენას აპირებს. ამის შესახებ წერს იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი.

კლუბში ასევე სურთ თანამშრომლობის გაგრძელება. „მილანმა“ აცნობა მოდრიჩს, რომ კიდევ ერთი სეზონი აპირებს მასზე აქცენტის გაკეთებას. უფრო მეტიც, ხორვატს პირადად დაურეკა „მილანის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა. ესეც მნიშვნელოვანი სიგნალი გახდა: პორტუგალიელმა სპეციალისტმა მიანიშნა, რომ მოდრიჩს გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევენ.

ამჟამინდელი კონტრაქტის ავტომატურად გაგრძელება აღარ გამოვა – 2026-27 წლების სეზონზე ოპციას 30 ივნისს გაუვიდა ვადა. მაგრამ თუ მოულოდნელი გართულება არ წარმოიშვა, მხარეები კიდევ ერთწლიან თანამშრომლობაზე შეთანხმდებიან.

მსგავსი