40 წლის ლუკა მოდრიჩი სანაკრებო კარიერას აგრძელებს #1TVSPORT

13:19, 06.09.2026

ოფიციალურად დადასტურდა, რომ 40 წლის ლუკა მოდრიჩი, რომელსაც მალე 41 წელი უსრულდება, ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში თამაშს აგრძელებს.

ლეგენდარული ნახევარმცველი ეროვნულ გუნდს ერთა ლიგის მომავალ შეხვედრებში დაეხმარება. აღნიშნული ინფორმაცია ნაკრების თავკაცმა, სლავენ ბილიჩმა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მარიან კუსტიჩმა დაადასტურეს.

ლუკა მოდრიჩს ხორვატიის ეროვნულ გუნდში 202 მატჩი აქვს ჩატარებული – მისი დებიუტი ნაკრების შემადგენლობაში 2006 წელს შედგა.

მოდრიჩთან ერთად ხორვატიის ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო 2022 წელს – ბრინჯაო. ის ასევე დასახელდა 2018 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად.

რაც შეეხება ერთა ლიგის კალენდარს, ხორვატიის ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი ასეთია:

26 სექტემბერი: ჩეხეთის წინააღმდეგ (სტუმრად)

29 სექტემბერი: ესპანეთის წინააღმდეგ (სტუმრად)

3 ოქტომბერი: ინგლისის წინააღმდეგ (საკუთარ მოედანზე)

6 ოქტომბერი: ესპანეთის წინააღმდეგ (საკუთარ მოედანზე)

მსგავსი