40 წლის ჯეკომ „შალკესთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

16:52, 29.07.2026

ვეტერანი ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკო კიდევ ერთ სეზონს ჩაატარებს „შალკეში“.

გელზენკირხენული კლუბი მოელაპარაკა 40 წლის თავდამსხმელს ახალ კონტრაქტზე, რომელიც ერთი წელი იქნება ძალაში.

2025-26 წლების სეზონში „შალკემ“ პირველი ადგილი დაიკავა მეორე ბუნდესლიგაში და გერმანიის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა. ჯეკო, რომელიც სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა გუნდს, ჩემპიონატში 11 მატჩში ექვსი გოლით დაეხმარა „შალკეს“.

მსგავსი