40 წლის გასოლი „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს
40 წლის გასოლი „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ლეგენდარული ესპანელი ცენტრი პაუ გასოლი „ბარსელონასთან“ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. 40 წლის კალათბურთელის ბოლო კლუბი იყო „პორტლენდი“, საიდანაც ის გასულ წელს დაითხოვეს.

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ აღნიშნა, რომ მოხარული იქნება თუ გასოლს კატალონური კლუბის მაისურით იხილავს.

თავად კალათბურთელი აქამდე ამბობდა, რომ არ გამორიცხავს „ბარსელონაში“ გადასვლის ვარიანტს, მაგრამ მისთვის პრიორიტეტად რჩება ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რომელიმე კლუბში ჩარიცხვა.

პაუ გასოლი „ბარსელონაში“ 1999-2001 წლებში თამაშობდა.

დატოვე კომენტარი