4 მაისიდან იტალიური გუნდები ვარჯიშს განაახლებენ
იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ გუნდებს ხვალიდან ვარჯიშის განახლების უფლება მიეცემათ, – იტყობინებიან La Repubblica და Football Italia.
ვარჯიშის უფლება ექნებათ, როგორც სერია ა-ს კლუბებს, აგრეთვე უფრო დაბალი დივიზიონის წარმომადგენლებს.
გუნდების ვარჯიში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით უნდა გაიმართოს და კლუბები, რომლებიც ზემოთხსენებული ნორმების უზრუნველყოფას ვერ მოახერხებენ, ვერც ვარჯიშებს გამართავენ.
The Italian Government has given the all-clear for training to resume in centres from Monday, after several regions opened up their gates https://t.co/pb15RlxhRA #SerieA #COVID19 #Coronavirus #EPL #LaLiga #Bundesliga #Ligue1 pic.twitter.com/yCujCt5Bo9
— footballitalia (@footballitalia) May 3, 2020