39 წლის ედინ ჯეკო „ფიორენტინაში“ გადავიდა #1TVSPORT
39 წლის ედინ ჯეკო „ფიორენტინაში“ გადავიდა #1TVSPORT

„ფიორენტინამ“ ოფიციალურად გამოაცხადა ფორვარდ ედინ ჯეკოს ტრანსფერის შესახებ.

39 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულება ერთწლიანია კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

გასულ სეზონში ჯეკო „ფენერბახჩეში“ თამაშობდა და თურქეთის ჩემპიონატის 35 მატჩში 14 გოლი გაიტანა.

გასულ სეზონში „ფიორენტინამ“ იტალიის ჩემპიონატში მეექვსე ადგილი დაიკავა.