38 წლის დავიდ ლუიში კვიპროსის ჩემპიონატში ითამაშებს #1TVSPORT
38 წლის დავიდ ლუიში კვიპროსის ჩემპიონატში ითამაშებს #1TVSPORT

38 წლის ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუიში არ აპირებს კარიერის დასრულებას და მალე კვიპროსის ჩემპიონატში „პაფოსს“ შეუერთდება. ამ გუნდს ესპანელი მწვრთნელი ხუან კარლოს კარსედო ავარჯიშებს. ეს ინფორმაცია გაზეთმა AS-მა გაავრცელა.

წყაროს ცნობით, ბრაზილიურ „ფორტალეზასთან“ კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ ლუიშმა გადაწყვიტა კვიპროსის ჩემპიონთან სამწლიანი ხელშეკრულების გაფორმება. ლეგენდარული ბრაზილიელი უნდა დაეხმაროს თავის ახალ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე გასვლაში. მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე „პაფოსის“ მეტოქე კიევის „დინამო“ იქნება.

2025 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, დავიდ ლუიშმა „ფორტალეზას“ რიგებში 17 მატჩი ჩაატარა. ბრაზილიელს ევროპაში „ბენფიკას“, „ჩელსის“, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ რიგებში უთამაშია.