38-წლიანი პარტნიორობის შემდეგ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია კომპანია „სპალდინგთან“ ურთიერთობას წყვეტს
38-წლიანი პარტნიორობის შემდეგ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია კომპანია „სპალდინგთან“ ურთიერთობას წყვეტს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდები „სპალდინგის“ ცნობილი ბურთებით 2021-2022 წლის სეზონიდან აღარ ითამაშებენ. „ენ-ბი-ეის“ ახალი ბურთებით კომპანია „უილსონი“ მოამარაგებს.

ცნობილი ხდება რამდენიმე დეტალი. შეთანხმების თანახმად, ბურთის შესაკერად საჭირო ნივთებს იგივე მომწოდებელი ეყოლება. ბურთი ასევე შეინარჩუნებს რვანაწილიან ფორმას. რამდენიმე სეზონში კი „უილსონმა“ ახალი ბურთის დიზაინი უნდა შექმნას.

კომპანია „უილსონი“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან 1946-1983 წლებში თანამშრომლობდა.