37 წლის ჰუნტელაარმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა
37 წლის ჰუნტელაარმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა

ამსტერდამის „აიაქსის“ ფორვარდმა კლაას-იან ჰუნტელაარმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. 37 წლის ნიდერლანდელი ბოლო სეზონს თამაშობს.

„დიახ, ვაპირებ თამაშის დასრულებას. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამაზე ბევრი ვიფიქრე. დასასრული ახლოვდება და ვფიქრობ, ეს ჩემი ბოლო სეზონია.

გეგმები? ჯერ დავისვენებ, რამდენიმე თვეს ოჯახთან ერთად გავატარებ, რადგან დატვირთული კარიერა მქონდა. შემდეგ, ვფიქრობ მწვრთნელის დიპლომს მივიღებ“, – თქვა ჰუნტელაარმა Fox Sports-თვის მიცემულ კომენტარში.

ამ სეზონში ფორვარდმა ნიდერლანდების ერედივიზიონში რვა მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. მისი მოქმედი კონტრაქტი „აიაქსთან“ 2021 წლის ივნისამდეა ძალაში.

კარიერის განმავლობაში ჰუნტელაარს უთამაშია „ეინდჰოვენში“, „რეალში“, „მილანსა“ და „შალკეში“.