36 წლის რიბერი სექტემბერში სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა
36 წლის რიბერი სექტემბერში სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა

„ფიორენტინას“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი სექტემბერში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ამის შესახებ დაწერა ტურნირის ოფიციალურმა „ტვიტერმა“.

გასულ თვეში 36 წლის ფრანგმა ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შეასრულა. მას ზედიზედ სამ მატჩში ჰქონდა შედეგიანი მოქმედება.

„ფიორენტინა“ რვა ქულით მეათე ადგილზეა გათამაშების ცხრილში.

შეგახსენებთ, რომ რიბერი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა „ბაიერნიდან“ „ფიორენტინაში“.