36 წლის მარკო არნაუტოვიჩი „ცრვენა ზვეზდაში“ ითამაშებს #1TVSPORT
36 წლის მარკო არნაუტოვიჩი „ცრვენა ზვეზდაში“ ითამაშებს #1TVSPORT

მილანის „ინტერის“ ყოფილი ფორვარდი მარკო არნაუტოვიჩი თავისუფალი აგენტის სტატუსით კარიერას „ცრვენა ზვეზდაში“ გააგრძელებს.

ავსტრიის ნაკრების 36 წლის ფორვარდი ორშაბათს გაივლის სამედიცინო შემოწმებას, რის შემდეგაც სერბულ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

არნაუტოვიჩი ბოლო ორი სეზონი „ინტერში“ თამაშობდა. ის ასევე ცნობილია „ბოლონიაში“, „შანხაი პორტში“, „ვესტ ჰემში“, „სტოკსა“ და „ვერდერში“ გამოსვლით.

გასულ სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში არნაუტოვიჩმა შვიდი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.