36 წლის კლეი ტომპსონი „მაიამიში“ გადავიდა #1TVSPORT
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ოთხგზის ჩემპიონი კლეი ტომპსონი „მაიამი ჰითში“ ითამაშებს.
წყაროს ცნობით, ტომპსონმა და მისმა ყოფილმა კლუბმა „დალას მავერიქსმა“ შეათანხმეს კონტრაქტის გამოსყიდვა. ამ პროცედურის შემდეგ, 36 წლის კალათბურთელი ფლორიდულ კლუბში გადავიდა.
მხარეებს შორის გაფორმდება ორწლიანი კონტრაქტი, რომლის ღირებულება იქნება თითქმის 13 მილიონი დოლარი.
შარშანდელ რეგულარულში კლეი ტომპსონმა 69 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 11.7 ქულა, 2.1 მოხსნა და 1.4 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.