36 წლის ჰუნტელაარმა „აიაქსთან“ კონტრაქტი გააგრძელა
36 წლის ჰუნტელაარმა „აიაქსთან“ კონტრაქტი გააგრძელა

ამსტერდამის „აიაქსმა“ გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ფორვარდ კლას-იან ჰუნტელაართან.

მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ერთი წლით გაგრძელებაზე – ის ძალაში იქნება 2021 წლის 30 ივნისამდე.

36 წლის ჰუნტელაარმა ნიდერლანდების წლევანდელ ჩემპიონატში 18 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.

ნიდერლანდელი „აიაქსში“ 2017 წლიდან თამაშობს. მანამდე ის ამ გუდში 2006-08 წლებში ირიცხებოდა. სულ ამსტერდამულ კლუბში ჰუნტელაარს 243 მატჩში 151 გოლი დაუგროვდა.