36 წელს გადაცილებულ მოთამაშეთა სტატისტიკა - კაშია სათამაშო წუთებით მეექვსე ადგილზეა #1TVSPORT
გურამ კაშია 36 წელს გადაცილებულ ფეხბურთელთა შორის 2023 წელს ოფიციალურ მატჩებში ნათამაშები წუთების მიხედვით მეექვსე ადგილზეა – სტატისტიკა საფეხბურთო ობსერვატორიამ (CIES) გამოაქვეყნა, რომელიც მოთამაშეებისა და გუნდების სტატისტიკას, ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველა პროფესიულ ლიგაში აღრიცხავს.
რეიტინგის სათავეში კრიშტიანო რონალდოა („ალ ნასრი“), რომელმაც 2023 წელს 4267 წუთი ითამაშა. მეორე ადგილზეა იან ვერტონგენი („ანდერლეხტი“) – 4228 წუთი. სამეულშია ბრატისლავის „სლოვანის“ თავდამსხმელი იურაი კუცკა (4164 წუთი). ამ მაჩვენებლით მათ ქარიმ ბენზემას („ალ იტიჰადი“, 3957) და ლიონელ მესის („მაიამი“, 3930) გადაასწრეს.
ათეულში მოხვდა საქართველოს ნაკრებისა და „სლოვანის“ მცველი გურამ კაშია, რომელმაც 2023 წელს 3850 წუთი ითამაშა და მეექვსე ადგილზეა. შემდეგ არიან ერან ზაჰავი (თელ-ავივი „მაკაბი“), ლუკა მოდრიჩი („რეალი“) და ოლივიე ჟირუ („მილანი“), ათეულს კი ანდრე-პიერ ჟინიაკი („ტიგრესი“) ასრულებს.