ემანუელ მაკრონის პრესსამსახური - საფრანგეთს მიაჩნია, რომ სირიაში ოპერაციის ამოცანა შესრულებულია
ემანუელ მაკრონის პრესსამსახური - საფრანგეთს მიაჩნია, რომ სირიაში ოპერაციის ამოცანა შესრულებულია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან სირიაში განხორციელებული საჰაერო დარტყმები განიხილა – ამ ინფორმაციას ელისეის სასახლის პრესსამსახური ავრცელებს.

საფრანგეთი კმაყოფილია იერიშის დროს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან ურთიერთქმედებით და მიაჩნია, რომ ოპერაციის ამოცანა შესრულებულია.

აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა გუშინ ღამით სირიაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელეს, რომელთა სამიზნე ქიმიური იარაღის საწარმო, საცავი და რამდენიმე სამხედრო ობიექტი იყო.