31 „ელ კლასიკო“ კარიერაში - სერხიო რამოსმა რაულის რეკორდი გაიმეორა
31 „ელ კლასიკო“ კარიერაში - სერხიო რამოსმა რაულის რეკორდი გაიმეორა

„სამეფო კლუბის“ კაპიტინი სერხიო რამოსი ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში „ბარსელონას“ წინააღმდეგ მოედანზე გავიდა და ამით ლეგენდარული მადრიდელის, რაულის რეკორდი გაიმეორა.

საქმე ისაა, რომ სერხიო რამოსისთვის ეს მატჩი 31-ე „ელ კლასიკოა“. ესპანეთის ჩემპიონატის ყველაზე პრინციპულ დაპირისპირებაში აქამდე რეკორდი რაულსა და ფრანსისკო ხენტოს ეკუთვნოდათ და ახლა მათ რიგებს სერხიო რამოსი შეუერთდა.

ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ სერხიო რამოსი ხენტოსა და რაულის მიღწევას აუცილებლად გააუმჯობესებს, რადგან წინ ამ ფეხბურთელს კიდევ ელის „ბარსელონასთან“ დაპირისპირება.

მიმდინარე სეზონში 34 წლის სერხიო რამოსმა „რეალის“ ფორმა 7-ჯერ მოირგო.