31-ე ტურის ფაქტები და სტატისტიკა | ბუნდესლიგა
31-ე ტურის ფაქტები და სტატისტიკა | ბუნდესლიგა

ფაქტები

* „ლაიპციგს“ 12-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
* „ჰოფენჰაიმმა“ 22 ზუსტი დარტყა შეასრულა, რაც ამ სეზონში კლუბის რეკორდია.
* „ჰოფენჰაიმმა“ სეზონში 12-ჯერ გაარტყა ძელს ბურთი. უფრო მეტი მხოლოდ „ბაიერნს” აქვს (18).
* „ვოლფსბურგმა“ ბოლო 12 მატჩში მხოლოდ ორჯერ წააგო.
* „დორტმუნდს“ ბოლო 10 მატჩში ცხრა მოგება აქვს.
* „დორტმუნდმა“ ზედიზედ მეხუთე გასვლითი მატჩი მოიგო.
* ჰალანდს ბუნდესლიგის 12 მატჩში 11 გოლი აქვს.
* ლუკას პიშჩეკმა ბუნდესლიგაში 250-ე მატჩი ჩაატარა.
* „აინტრახტს“ სტუმრად სამმატჩიანი მოგებათა სერია აქვს.
* ანდრე სილვამ ბოლო შვიდ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.
* „კიოლნს“ შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, შინ კი ოთხი ტურია არ მოუგია.
* „უნიონმა“ შეწყვიტა შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია.
* „კიოლნმა“ ზედიზედ მე-16 მატჩში გაიტანა.
* „ვერდერმა“ სტუმრად ზედიზედ მესამედ მოიგო.
* „პადერბორნს“ 12-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
* „პადერბორნის“ ფეხბურთელმა კლაუს გიასულამ სეზონში მე-17 გაფრთხილება მიიღო, რაც ბუნდესლიგის ანტირეკორდია.
* „ბაიერნს“ ბუნდესლიგაში 10-მატჩიანი მოგებებისა და 17-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
* „ბაიერნს“ 31 მატჩში 92 გოლი აქვს – სეზონის ამ ეტაპზე ასეთი შედეგიანობა ისტორიაში არც ერთ გუნდს არ ჰქონია.

შედეგები

ჰოფენჰაიმი 0:2 ლაიპციგი
გოლები: 0:1 ოლმო (9), 0:2 ოლმო (11)

ვოლფსბურგი 2:2 ფრაიბურგი
გოლები: 1:0 ვეგჰორსტი (14), 2:0 ვეგჰორსტი (27-პენ), 2:1 ჰიოლერი (43), 2:2 სალაი (46)

ფორტუნა 0:1 დორტმუნდი
გოლი: 0:1 ჰალანდი (90+5)

ჰერტა 1:4 აინტრახტი
გოლები: 1:0 პიონტეკი (24), 1:1 დოსტი (51), 1:2 სილვა (62), 1:3 ნდიკა (69) 1:4 სილვა (86)

კიოლნი 1:2 უნიონი
გოლები: 0:1 ფრიდრიხი (39), 0:2 გენტერი (67), 1:2 კორდობა (90+2)

პადერბორნი 1:5 ვერდერი
გოლები: 0:1 კლაასენი (20), 0:2 ოსაკო (34), 0:3 კლაასენი (39), 0:4 ეგერშტაინი (59), 1:4 საბირი (64), 1:5 ფიულკრუგი (90+2)

ბაიერნი 2:1 გლადბახი
გოლები: 1:0 ზირკზეე (26), 1:1 პავარი (37-საკ. კარში), 2:1 გორეტცკა (86)

გათამაშების ცხრილი

1. ბაიერნი – 73 (31 მატჩი)
2. დორტმუნდი – 66 (31)
3. ლაიპციგი – 62 (31)
4. გლადბახი – 56 (31)
5. ლევერკუზენი – 56 (30)
6. ვოლფსბურგი – 46 (31)
7. ჰოფენჰაიმი – 43 (31)
8. ფრაიბურგი – 42 (31)
9. აინტრახტი – 38 (31)

ბომბარდირები

30 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)
25 – ვერნერი (ლაიპციგი)
17 – სანჩო (დორტმუნდი)
14 – ჰენინგსი (ფორტუნა)
14 – ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი)

გოლი+პასი

34 (30+4) – ლევანდოვსკი (ბაიერნი)
34 (25+9) – ვერნერი (ლაიპციგი)
34 (17+17) – სანჩო (დორტმუნდი)
27 (7+20) – მიულერი (ბაიერნი)
23 (12+11) – გნაბრი (ბაიერნი)