31 დღე ფეხბურთის გარეშე - ლორიას თამაში მოენატრა
31 დღე ფეხბურთის გარეშე - ლორიას თამაში მოენატრა

„ვარჯიში აკრობატიკის ელემენტებით,“ – ასე შეაფასა კვიპროსულმა გამოცემა „სიგმალაივმა“ გიორგის ლორიას მიერ ინსტაგრამზე გამოქვეყნებული სურათი.

„გიორგი ლორიამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა სურათი, სადაც ჩანს, როგორ ვარჯიშობს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული საფეხბურთო პაუზის დროს. „ანორთოსისის“ მეკარე, გიორგი ლორია, გუნდის მწვრთნელების შედგენილ ფიტნეს-პროგრამას მიჰყვება და აჩვენებს, თამაში როგორ მოენატრა,“ – წერს გამოცემა.

„31 დღე ფეხბურთის გარეშე,“ – ეს მინაწერი კი თავად საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარეს ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორია კვიპროსის ფეხბურთელთა პროფესიულმა გაერთიანებამ ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეთა კანდიდატებში დაასახელა. ასოციაციის ოფიციალურმა გვერდზე გამოკითხვა უკვე დაიწყო – გულშემატკივრებს ხმის მიცემა და გიორგი ლორიას მხარდაჭერა ამ ბმულზე შეუძლიათ