ბრძოლას ერთი ქართველი ძიუდოისტი გამოეთიშა
ბრძოლას ერთი ქართველი ძიუდოისტი გამოეთიშა

თბილისის გრან-პრიზე -66 წონით კატეგორიაში პირველი ეტაპის შეხვედრები დასრულდა და მასში მონაწილე 4 ქართელი სპორტსმენიდან ბრძოლას სამი გააგრძელებს. სამწუხაროდ ეტაპი ვერ გადალახა ზვიად ხუბულურმა, რომელმაც უზბეკ შახრამ ახადოვთან დათმო.

რაც შეეხებათ სხვებს, ვაჟა მარგველაშვილი მეორე ეტაპზე უნგრელ სიოლტ გორიანაცს შეხვდება, ლაშა გიუნაშვილი, რომელმაც პირველ ეტაპზე ბრაზილიელი მაიკლ მარსელინო დაამარცხა, ყაზახ კაირატ აგიბაევს დაუპირისპირდება, ნიკო ჭიკაიძე კი პორტუგალიელ სერგიუ ოლეინიცთან გაარკვევს ურთიერთობებს.