30 წლის პატრიკ შიკმა ჩეხეთის ნაკრებში თამაში დაასრულა #1TVSPORT
ჩეხეთის ნაკრებისა და „ლევერკუზენის“ ფორვარდმა პატრიკ შიკმა ეროვნულ გუნდში კარიერა დაასრულა. ამის შესახებ იტყობინება ჩეხეთის ნაკრების პრესსამსახური.
შიკმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე სამი მატჩი ითამაშა ჯგუფურ ეტაპზე და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია. ჩეხეთმა ერთი ქულით ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ტურნირს გამოეთიშა.
30 წლის შიკმა ჩეხეთის ნაკრებში 56 მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
„მადლობა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დროის განმავლობაში მხარს მიჭერდა. ჩემთვის დიდი პატივი იყო ჩეხეთის ნაკრების მაისურის ტარება“, – დაწერა ფორვარდმა სოციალურ ქსელში.