3-5 ივნისს თბილისი ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს #1TVSPORT
3-5 ივნისს თბილისი ძიუდოში გრანდ სლემს უმასპინძლებს #1TVSPORT

სასტუმრო რედისონში დღეს თბილისის გრანდ სლემის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების ძიუდოისტების მეტოქეები გამოვლინდნენ.

3-5 ივნისს გასამართ შეჯიბრზე საქართველოს მამაკაცთა ნაკრები 28 სპორტსმენით იასპარეზებს, ქალებს კი 11 წარმომადგენელი ეყოლებათ.

3 ივნისს მედლები კაცთა 60, 66 და ქალთა 48, 52, 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება, 4 ივნისს – კაცთა 73, 81 და ქალთა 63, 70 კგ-ებში, ხოლო 5 ივნისს – კაცთა 90, 100, +100 და ქალთა 78 და +78 კგ-ებში.

ფინალური ბლოკი სამივე დღეს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. წინასწარი შეხვედრების კი 3 ივნისი – 11:00, 4 ივნისი – 11:30, 5 ივნისი – 12:00.

2021 წელს თბილისის გრანდ სლემმა მაყურებლების გარეშე ჩაიარა, საქართველოს ნაკრებმა კი 9 მედლით გუნდური პირველობაც მოიგო. ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) და ილია სულამანიძე (100 კგ.) დაეუფლნენ, ბრინჯაოს კი – ალეკო მამიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე – 73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ.).