3-5 დეკემბერს ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება #1TVSPORT
3-5 დეკემბერს ფარიკაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება #1TVSPORT

თბილისში 3-5 დეკემბერს, ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში, საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც 170 სპორტსმენი იასპარეზებს.

ტურნირის პირველ დღეს ჩემპიონები და პრიზიორები ხმლით ფარიკაობაში გამოვლინდებიან, მეორე დღეს- რაპირით, ხოლო მესამე დღეს – დაშნით ფარიკაობაში.

ქვეყანაში არსებული რეგულაციების თანახმად, შეჯიბრება გაიმართება ყველა წესების დაცვით.