29 დეკემბერს ჯონ ჯონსი ბრუნდება
29 დეკემბერს ჯონ ჯონსი ბრუნდება

ლას-ვეგასში გასამართი ტიტულისთვის ბრძოლა “UFC 232”- ის ფარგლებში ჯონ ჯონსსა და ალექსანდრ გუსტაფსონს შორის ოფიციალურად გაფორმდა.

კალიფორნიის შტატის კომისიამ შერეული ორთაბრძოლების მებრძოლს ლიცენზია ოფიციალურად აღუდგინა. ჯონსი საკუთარ პირველ ორთაბრძოლას, ოქტაგონზე დაბრუნების შემდეგ, ნაცნობ მეტოქესთან, შვედ გუსტაფსონთან კარიერაში მეორედ გამართავს.

პირველი დაპირისპირება 2013 წელს ქულებით ჯონსმა მოიგო. შეგახსნებთ, რომ დოპინგ სკანდალის გამო ჯონ ჯონსი აქტიურ სპორტს 15 თვით იყო ჩამოშორებული.