27 ქულა და ორმაგი დუბლი - მამუკელაშვილის სუპერმატჩი G ლიგაში [ვიდეო] #1TVSPORT
27 ქულა და ორმაგი დუბლი - მამუკელაშვილის სუპერმატჩი G ლიგაში [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, სანდრო მამუკელაშვილმავისკონსინ ჰერდის“ შემადგენლობაში G ლიგაში ითამაშა. „მილუოკი ბაქსის“ განვითარების ლიგის გუნდი „სიუ ფოლს სკაიფორსს“ დაუპირისპირდა და 133-126 დაამარცხა.

მამუკელაშვილი შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და თავისი გუნდიდან ყველაზე მეტი, 34 წუთი ითამაშა. ამ დროში ის „ჰერდის“ მხრიდან ყველაზე შედეგიანი იყო და ორმაგი დუბლი 27 ქულითა და 10 მოხსნით (5 შეტევაში) გაიფორმა, მის ანგარიშზე ასევე 4 პასია. სანდრომ 14-დან 10 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ის მეტოქის წინააღმდეგ 2-ჯერ დაჯარიმდა და 3-ჯერ დაკარგა ბურთი.

დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით გავიდნენ, მესამე მეოთხედში ვისკონსინელები 8 ქულით გაიქცნენ და საბოლოო ჯამში, 7 ქულით მოიგეს. მიუხედავად ამ სტატისტიკისა, მატჩის MVP ეი ჯეი გრინი გახდა, რომელმაც 25 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.

ვისკონსინ ჰერდი – სიუ ფოლს სკაიფორსი

10 მატჩის შემდეგ „ჰერდს“ 5 მოგება და 5 მარცხი აქვს – გუნდი ცენტრალურ დივიზიონში მე-5 ადგილზე იმყოფება.