27 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება (GFF Awards 2024) 27 დეკემბერს სასტუმრო „პულმანში“ 19:00 საათზე გაიმართება – ინფორმაციას სფფ-ის პრესსამსახური ავრცელებს.
GFF Awards 2024-ზე საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:
2024 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი;
2024 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი;
2024 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე;
2024 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი;
2024 წლის საუკეთესო მსაჯი.
2024 წლის საუკეთესო 17 და 19-წლამდე მოთამაშეებს, ტრადიციულად, ალექსანდრე ჩივაძის სახელობის მედლები გადეცემათ.
სფფ-ის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიების პირდაპირ რეპორტაჟს ორგანიზაციის იუთუბ-არხი შემოგთავაზებთ.