26 ნოემბერს გორში, ძიუდოს საკლუბო ჩემპიონთა ლიგა გაიმართება - ტურნირზე შესაძლოა, ტედი რინერი ვიხილოთ #1TVSPORT
გორი 26 ნოემბერს ძიუდოს ჩემპიონთა ლიგისa და ევროპის ლიგის ტურნირს უმასპინძლებს. შეჯიბრზე საქართველოდან ორი კლუბი – „გოლდენ გორი“ და „მებრძოლი“ იასპარეზებს.
ტურნირზე ასევე გამოვლენ სერბული, გერმანული, ბერძნული და ფრანგული კლუბები. გორის სპორტის სასახლეში, შესაძლოა, ძიუდოს ფრანგი ლეგენდა – ტედი რინერიც ვიხილოთ. მსოფლიოს 10-გზისa და ოლიმპიადების 2-გზის გამარჯვებული ევროპა ლიგაზე კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ სახელით დარეგისტრირდა.
შეგახსენებთ, რომ შარშანდელ ჩემპიონთა ლიგაზე, „გოლდენ გორმა“ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მათ თბილისის „მებრძოლი“ დაამარცხეს.