26-28 ნოემბერს აბუ დაბი ძიუდოში წლის ბოლო შეჯიბრს უმასპინძლებს #1TVSPORT
არაბთა გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში დაგეგმილ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრების ღირსებას მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც წლის ბოლო შეჯიბრის მონაწილე ვარსკვლავების შესახებ წერენ და ამ თანავარსკვლავედის ლიდერად ლაშა შავდათუაშვილს ასახელებენ.
„ლაშა შავდათუაშვილი აბუ დაბიში „VIP მომხმარებელი“იქნება. მსოფლიო ჩემპიონობის და ოლიმპიური ვერცხლის მედლის შემდეგ, საინტერესოა, როგორი იქნება 2021 წლის დასასრული. ყველა მისი ტრიუმფის მოლოდინშია. ლაშა შავდათუაშვილი კარიერაში პირველად იასპარეზებს წითელი არშიით ანუ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის კიმონოთი“, – ნათქვამია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.