25-ე ტური - „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ გადამწყვეტი ეტაპი იწყება
25-ე ტური - „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ გადამწყვეტი ეტაპი იწყება

23-25 აგვისტოს, „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ 25-ე ტურის შეხვედრები გაიმართება. პირველი მატჩი ბოლნისში დაიგეგმა, სადაც „სიონი“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდება. ბოლნისელები ზღვისპირელებს დანაკლისით ხვდებიან. „რუსთავთან“ მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო, გუნდს მეკარე ოთო გოშაძე ვერ დაეხმარება.

სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იქნება ივანწმინდაში დანიშნული შეხვედრა, სადაც „ჩიხურა“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს. გორის „დილა“ კი ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება და შეეცდება, მერვედან მეექვსე ადგილზე დაწინაურდეს. თავის მხრივ „ტორპედოს“ მეოთხეზე გადასვლის, ანუ უეფა-ს საგზურის ზონაში დაბრუნების შანსი გააჩნია.

ტური კვირას დასრულდება: „საბურთალოსთან“ შეხვედრა აუტსაიდერ „ვიტ ჯორჯიასთვის“ ერთ-ერთი ბოლო შანსი იქნება, რომ დარჩენილ ტურებში ბოლო ადგილს თავი დააღწიოს. „საბურთალოს“ კი მეორე ადგილზე დაწინაურება შეუძლია.

„დინამო არენაზე“ თბილისის „დინამო“ რუსთავს უმასპინძლებს და პირველი ადგილის შენარჩუნებას შეეცდება. „რუსთავს“ კი ხუთეულთან დაახლოების საშუალება გააჩნია.

ტური 25

პარასკევი, 23 აგვისტო

სიონი – დინამო ბთ.

17:00. თამაზ სტეფანია – ბოლნისი

შაბათი, 24 აგვისტო

ჩიხურა – ლოკომოტივი

17:00. ცენტრალური – ივანწმინდა

დილა – ტორპედო

20:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი

კვირა, 25 აგვისტო

ვიტ ჯორჯია – საბურთალო

19:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი

დინამო თბ – რუსთავი

21:00. დინამო არენა – თბილისი