23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თუთაშვილი და მამიაშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტი აიღო 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში. ევროპის პირველობის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს სახელით ოთხი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგანაც გიორგი თუთაშვილი (66კგ) და ალეკო მამიაშვილი (73 კგ) მეოთხედფინალში არიან, ხოლო ქალები ნატალია ყიფშიძე (48კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57გ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ.

ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც საკუთარი წონის ლიდერი და ევროპის ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო, მოულოდნელად, გერმანელ სეია ბალჰაუსთან დამარცხდა.

5 ნოემბერი: ქალები -48კგ, -52კგ, -57კგ, -63კგ. მამაკაცები -60კგ, -66კგ, -73კგ.

დღეს ევროპის ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი კი 20:00 დაიწყება.